შეკითხვა:

გმადლობთ, ძალიან დამეხმარა თქვენი ამოხსნა. მსგავსები გავაკეთე, მაგრამ ახლა ამაში მაქვს პრობლემა: 300 გრამი მასის სპილენძის ჭურჭელში მოთავსებულია -10 გრადუსიცელსიუსი ტემპერატურის 500 გრამი ყინულის ნაჭერი. ჭურჭელში შეუშვეს 100 გრადუსი C ტემპერატურის 50 გ წყლის ორთქლი. განსაზღვრეთ საბოლოო ტემპერატურა ჭურჭელში( თუ ყინული ნაწილობრივ გადნება გამოთვალეთ წყლის და ყინულის მასები საბოლოო მდგომარეობაში) .

პასუხი:

თუ ამოცანის პირობაში წარმოდგენილი მონაცემები ისეთია, რომ ამართლებს ძირითად პირობას -  თუ ყინული ნაწილობრივ გადნება   (წინა ამოცანაში მე ეს მაინც გადავამოწმე), მაშინ ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საბოლოო ტემპერატურა  სისტემაში 0oC - ია. აქედან გამომდინარე  ზედმეტი რუტინის გარეშე   ადვილი დასაწერია სითბური ბალანსის განტოლება:

                საჭირო სითბო   =    გამოყოფილი სითბო

cსპmსპ10 + cm10 + \(\lambda\)\(\Delta\)m =  rორთmორთ + cწყmორთ100

-------->>>>>>    ყინულის იმ  ნაწილის მასა, რომელიც გადნა      \(\Delta\)m = ????  

ყინული...  m - \(\Delta\)m

წყალი .... mორთ  \(\Delta\)m

---------------------------------------- 

თუ   \(\Delta\)  გამოვიდა შეუსაბამო რიცხვი, მაშინ დაჭირდება წინა ამოცანის მსგავსი გამოკვლევა.....