შეკითხვა: | 1)როცა გარკვეული სიჩქარით მოძრავი მანქანიდან რაიმე ნივთს ვაგდებთ, ეს ნივთი რატომ არ განაგრძობს იმავე სიჩარით მოძრაობას? .......რატომ ჩერდება ? 2)უძრავი ბრუნვის ღერძის მქონე სხეული,რომ ბრუნვით მოძრაობაშI მოვიყვანო საჭიროა მასზე მოვდო გარკვეული მომენტი......გასაგებია! მაგრამ როგორ ხერხდება იმის განსაზღვრა თუ რა წირითი სიჩქარით იბრუნებს ეს სხეული თუ მასზე მოვდებთ რაღაც M მომენტს ? რაც მთავარია ენერგიის მუდმივობის კანონი როგორ მივუსადაგოთ ამ ყველაფერს ? |
---|---|
პასუხი: | 1) კითხვა გაუგებარია... თუ მოძრავი მანქანიდან ფანჯარადან მოძრაობის მართობულად გარეთ გადავაგდებთ რაიმე ნივთს, მას წარიტაცებს ჰაერი და ჩამორჩება მანქანას... რომ არ ყოფილიყო ჰაერი, მაშინ იგი არ ჩამორჩებოდა მანქანას და ფანჯრის გასწვრივ დაეცემოდა მიწაზე. 2) მოკლედ გეტყვი, რომ მბრუნავი სხეულის კინეტიკური ენერგიის ფორმულა წააგავს(ულვაშებით) გადატანითად მოძრავი სხეულის კინეტიკური ენერგიის ფორმულას \(E= \frac{I\omega ^{2}}{2}\) ( \(E=\frac{mv^{2}}{2}\) ) ........$$\(I\) ---- ე.წ. ინერციის მომენტია ხოლო \(\omega\) ---- კუთხური სიჩქარე. თუ არადა ფიზიკის ფაკულტეტი და ... დაწვრილებით კი ამის თაობაზე ინფორმაციას მოგაწვდის ჩვენს საიტზე განთავსებული საელმძღვანელო. რომლის როგორც თეორიის ასევე ზოგადი ფიზიკის მე-5 განყოფილებებში მოთხრობილია მბრუნავი სხეულის შესახებ... სცადე გაარჩიო იგი.
|