შეკითხვა: | მოცემულ ტემპერატურაზე რომელ აირს ექნება მეტი შინაგანი ენერგია – იდეალურს თუ რეალურს? ჩათვალეთ რომ მოლეკულათა რაოდენობა ერთნაირია. მადლობას გიხდით წინასწარ. |
---|---|
პასუხი: | ნებისმიერი ნივთიერების შინაგანი ენერგია არის ჯამი ყველა მოლეკულის კინეტიკური და მათი ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიების ჯამი. იდეალური აირი არის რეალური აირის მოდელი, სადაც მოლეკულებს ღებულობენ მატერიალურ წერტილებად (ანუ არ ითვალისწინებენ მათ ზომებს) და უგულებელყოფენ მათ შორის ურთიერთქმედებას. ამიტომ იდეალური გაზის შინაგანი ენერგია შედგება მხოლოდ მისი შემადგენელი მოლეკულების კინეტიკური ენერგიების ჯამისგან ხოლო მათ შორის ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია ნულის ტოლია. რეალურ აირებში მოლეკულათა შორის ურთიერთქმედების პოტებციური ენერგია არ არის ნულის ტოლი და მას შეაქვს წვლილი სრულ შინაგან ენერგიაში. შესაბამისად რეალური აირის შინაგანი ენერგია მეტია! |