შეკითხვა: | რისი ტოლი გახდება ნამცეცის აჩქარების მოდული და მიმართულება, თუ ფირფიტებს შორისი მანძილს გავზრდით 3-ჯერ, ხოლო ფირფიტების მუხტებს არ შევცვლით. |
---|---|
პასუხი: | ეს კითხვა შენ უკვე მეორედ დაგვისვი.... რა ნამცეცზეა საუბარი?... რომელი ფირფიტები და ა.შ. თუმც დაახლოებით ვხვედები, რომ საუბარია კონდენსატორის შიგნით დამუხტული ნაწილკის ქცევაზე. ამიტომ უნდა წარმოგვიდგინო ზუსტი პირობა.... სურათი. ზეპირი წარმოდგენით კი კონდენსატორის ფირფიტებს შორის მანძილის 3-ჯერ გაზრდით მისი ელექტროტევადობა შემცირდება 3-ჯერ (\(C = \varepsilon\)o\(\varepsilon\) S/d) ..... მუხტის უცვლელობის შემთხვევაში ეს გამოიწვევს ძაბვის 3-ჯერ გაზრდას ( U = Q / C ) .... ფირფიტებს შორის კი ველის დაძაბულობა E = U/d.... ე.ი. გამოდის რომ d-ც და U-ც იზრდება 3-ჯერ. რის გამოც დაძაბულობა არ იცვლება, რაც თავისმხრივ ნიშნავს, რომ დამუხტულ ნამცეცზე მოქმედი ელექტრული ძალაც F = qE არ იცვლება - ანუ არ შეიცვლება ამ ძალით გამოწვეული აჩქარებაც ( a= F/m) |