შეკითხვა: | ვაგონში დაკიდებული მათემატიკური ქანქარას სიგრძეა l.მატარებლის რა სიჩქარისათვის დაიწყებს ის რხევას განსაკუთრებულად დიდი ამპლიტუდით,თუ რელსების სიგრძეა d ? განსაკუთრებულად დიდ ამპლიტუდაში რა იგულისხმება მაინც ? |
---|---|
პასუხი: | განსაკუთრებულად დიდ ამპლიტუდაში რა იგულისხმება მაინც ? რეზონანსის მოვლენა ჩემო ზაქარია(იმედია იცი ვინ იყვნენ ივანე და ზაქარია მხარგრძელები!)... ნებისმიერ მერხევ სისტემას გააჩნია მისი საკუთარი(თავისუფალი) რხევის პერიოდი, რომელის მხოლოდ ამ სისტემის საკუთარ პარამეტრებზეა დამოკიდებული და ამიტომ იგი ერთადერთია. მაგ მათემატიკური ქანქარას საკუთარი რხევის პერიოდი მხოლოდ ქანქარას სიგრძეზე და ვარდნის აჩქარებაზეა დამოკიდებული: \(T= 2\pi \sqrt{\frac{l}{g}}\) ... როდესაც ამ სისტემის რხევაში გარედან ჩაერევა რაიმე პერიოდული ძალა და თუ ამ გარეგანი ძალის სიხშირე(პერიოდის შებრუნებული სიდიდე) დაემთხვევა სისტემის საკუთარი რხევების სიხშირეს, მაშინ ეს გარეგანი ძალა ამ რხევების დროს მხოლოდ დადებით მუშაობას შეასრულებს... სისტემის ენერგიას გაზრდის... რხევის ამპლიტუდა გაძლიერდება. აი ამას ქვია რეზონანსის მოვლენა (ძუყნურელი რეზო გაბრიაძის საპატივცემულოდ... გჯერა?.... არადა რა დიდებული კაცია კინორეჟისორი ბატონი რეზო გაბრიაძე) ჰოოდა... მატერებლის მოძრაობისას რელსების გადაბმის ადგილზე მცირედი დაშორების გამო მატარებელში დაკიდებული ქანქარა მიიღებს გარკვეულ ბიძგს და დაიწყებს რხევას... და თუ ერთი რხევის შემდეგ შემდეგ , ანუ T პერიოდის გავლის შემდეგ მატარებელი გაივლის ზუსტად რელსის d სიგრძის შესაბამის მანძილს, მეორე საკუთარი რხევის დაწყებისას ქანქარა კვლავ მიიღებს ახალ ბიძგს და ა.შ. .... მოხდება რხევების გაძლიერება. რისი ტოლი უნდა იყოს მატარებლის სიჩქაარე?.... \(v= \frac{d}{T}=\frac{d}{2\pi }\sqrt{\frac{g}{l}}\) |