შეკითხვა: | რისი თქმა შეგიზლიათ გვირაბულ ეფექტზე? მადლობა წინასწარ! |
---|---|
პასუხი: | როდესაც ტიტე ნატუტარი სამოქმედო გეგმას ნაცარზე უხაზავდა ყვარყვარე თუთაბერს, - ''აქ გვირაბია საჭირო" - ო ... აღტკინებით წამოიძახა ყვარყვარემ.
ბირთვების რადიაქტიულ დაშლას კლასიკური მექანიკა ვერ ხსნის... მაგ ურანის ბირთვის რადიაქტიული დაშლისას თორიუმის და ჰელიუმის(ალფა ნაწილაკი) ბირთვებად სისტემა გადადის ნაკლებად ენერგეტიკულ მდგომარეობაში: გრაფიკზე A წერტილიდან C წერტილში. ეს ასეც უნდა იყოს: სისტემა მიისწრაფვის ნაკლებენრგეტიკული(''მოსვენებული" ) მდგომარეობისაკენ, მაგრამ კლასიკური მექანიკის თანახმად, ამისათვის ალფა ნაწილაკს წინასწარ უნდა მიენიჭოს B ენერგეტიკული ''ბარიერის" დასაძლევი ენერგია... მაგრამ ალფა დაშლა, მართალია ძალიან დიდი ნახევარდაშლის პერიოდით, მაგრამ მაინც თავისთავად მიმდინარეობს კვანტური მექანიკის თანახმად ამ მოვლენას ე.წ. ''გვირაბული ეფექტით'' ხსნიან: ალფა ნაწილაკი ყოველგვარი დამატებითი ენერგიის გარეშე გამოდის გარეთ - თითქოს ''გვირაბი'' მოძებნა(თუ თვითონ გათხარა) და ასე აღმოჩნდა გარეთ - ო.... და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ,,გვირაბში'' გამოძრომის ამ ძალიან-ძალიან მცირე დროის განმავლობაში(ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპი) ენერგიის მუდმივობის კანონი ირღვევა-ო!!!. და რაც უფრო მაღალი და გრძელი იქნება ეს ბარიერი(ყვარყვარეს მთა), მით ნაკლები დრო აქვს ''მიცემული'' ალფა ნაწილაკს გარეთ ''გამოსაძრომად''... შესაბამისად ნაკლები აქვს შანსი(ალბათობა) ''სვაბოდაზე'' გამოსასვლელად... შესაბამისად დიდია ''დედაბირთვის" ნახევრადდაშლის პერიოდი(ურანისათვის 4,5 მილიარდი წელიწადი)... ------------------------------------------ ოლეგი გაბრიაძე |