შეკითხვა: | გამარჯობათ, მაქვს შეკითხვა: 1. ველოსიპედისტი მიდის სწორ გზაზე 30კმ/სთ სიჩქარით, როგორია ბორბლების ზედა და ქვედა წერტილების მყისი სიჩქარეები? 2. მოიყვანეთ მაგალითები, როცა: ა) სიჩქარე ნულია, აჩქარება კი არა; ბ) აჩქარება ნულია, სიჩქარე კი არა. 3. თოკზე მიბმული სხეული მასით m ტრიალებს წრიულად. რას უდრის თოკის დაჭიმულობის ძალის T მიერ შესრულებული მუშაობა? რატომ? |
---|---|
პასუხი: | მაქვს პასუხები, კონა ათ შაურად... 1) ბორბლის ა) ზედა წერტილის სიჩქარე დედამიწის მიმართ იქნება 30 + 30 ბ) ქვედა წერტილის სიჩქარე დედამიწის მიმართ .... 30 - 30 გ) შუა მარჯვენა წერტილის სიჩქარე დედამიწის მიმართ .... კვადრატული ფესვი (302 + 302) დან .... იხილე ბმული
2) ა) ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის უკიდურესი ზედა წერტილი ან ქანქარას რხევისას მაქსიმალური გადახრის წერტილი ბ) წრფივი თანაბარი მოძრაობა ან ზამბარიანი ქანქარას ჰორიზონტალურად რხევისას წონასწორობის წერტილი.
3) მუდმივი ძალის მუშაობა A = FScosa, a არის კუთხე ძალასა და გადაადგილებას შორის და რადგანაც თოკის დაჭიმულობის T ძალა წრეწირის ყოველ წერტილში სიჩქარის (მოძრაობის) მართობულად ცენტრისკენ არის მიმართული და cos90 = 0, ამიტომ T დაჭიმულობის ძალა მუშაობას არ ასრულებს ... AT = 0
|