შეკითხვა:

თქვენი მითითებით დავხაზე მარჯვნივ მიმართული ღერძი. გვაქვს ასეთი სურათი: თავიდან პირველი სხეული მოძრაობს მარცხნივ 5 წამი და ჩერდება. ამ დროს გადის 5 მეტრს.  შემდეგ იწყებს მოძრაობას მარჯვნივ (იგივე 0,4 აჩქარებით) და 5 წამში უბრუნდება საწყის მდებარეობას. (სულ გასულია 10 წამი) მთელი ეს დრო მეორე სხეული მოძრაობს მარჯვნივ კლებადი სიჩქარით(-0,2 აჩქარებით). ამ მომენტისთვის(t=10წმ) მათი სიჩქარეები გათანაბრდა, ორივე მარჯვნივ მოძრაობს და პირველის სიჩქარე იზრდება, ხოლო მეორესი კლებულობს, ანუ ამ მომენტიდან იწყება მათ შორის მანძილის შემცირება და ამ მომენტიდან 10 წამში ხვდებიან ერთმანეთს(კერძოდ მეორე ჩერდება).  მეორემ დედამიწის მიმართ გაიარა 40მ ამ მომენტისთვის. პირველმა 50(5+5+40). მაგრამ პირველმა მეორის მიმართ რამდენი მანძილი გაიარა ვერ ვადგენ.... გადაადგილება გასაგებია... 

პასუხი:

 

ერთი აუცილებელი შენიშვნა: ამბობ.... თავიდან პირველი სხეული მოძრაობს მარცხნივ 5 წამი და ჩერდება. ამ დროს გადის 5 მეტრს.  შემდეგ იწყებს მოძრაობას მარჯვნივ (იგივე 0,4 აჩქარებით) და 5 წამში უბრუნდება საწყის მდებარეობას...

არ იხმარო სიტყვა ჩერდება,  რამეთუ იგი ნიშნავს მოძრაობის შეწყვეტას (დაყოვნებას), არადა ამ დროს მოძრაობა არ წყდება... მოძრაობის პროცესი განუწყვეტელია... სხეული ამ მომენტშიც აჩქარებული მოძრაობის მდგომარეობაშია - უბრალოდ ამ მომენტის შესაბამისი სიჩქარე(მყისი) 0-ის ტოლია.

გირჩევ იგივე აზრი ასე გამოთქვა:დროის საწყისი მომენტიდან (დედამიწაზე მყოფი დამკვირვებელი რთავს წამზომს)  5 წმ-ის განმავლობაში პირველი სხეული მოძრაობს მარცხნივ კლებადი სიჩქარით(თანაბარშენელებულად),  t = 5 წმ მომენტში სიჩქარე ნულდება და სხეული დაუყოვნებლივ განაგრძობს(არავითარი შემდეგ იწყებს)  მოძრაობას მარჯვნივ (ცხადია იგივე აჩქარებით) .........

 მაგრამ პირველმა მეორის მიმართ რამდენი მანძილი გაიარა ვერ ვადგენ.... გადაადგილება გასაგებია... 

და რატომ?... ხომ ვთანხმდებით (იქნებ არა?...) იმაზედ, რომ პირველი დამკვირვებელი მეორეს მოძრაობას აღწერს განტოლებით:  X(1) = 6t - 0,3t2 ...  (მეორე დამკვ  კი პირველის მოძრაობას   X(2) = - 6t + 0,3t2 განტოლებით) .....  X(1)  და  X(2ღერძი   X-ის თანხვდენილია... იგი ამგვარად აღიქვამს(''ხედავს'') მეორის მოძრაობას: 10 წმ-ის განმავლობაში 0,6 აჩქარებით მარჯვნივშენელებული  მოძრაობა  გადადის მარცხნივაჩქარებულ  მოძრაობაში...   პირველი 10 წმ-ის განმავლობაში გავლილი მანძილი დაემთხვევა  გადაადგილების მოდულს   L = X(1)  ( შენს შემთხვევაში  L =  X(1)მაქს = 30 მ ),

ხოლო  დროის სხვა  შუალედებისათვის   (t>10)    გავლილი მანძილი   L = X(1)მაქს  + ( X(1)მაქს Xt(1) )

ანალოგიურად იქნება მეორის მიმართაც... უბრალოდ გადაადგილებას ექნება საპირისპირო ნიშანი, მანძილი კი იქნება იგივე

-----------------------------------

ძირითად პირობაში აღარ ჩამიხედავს და შესაძლებელია პირველი და მეორე ერთმანეთში ამერია, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს......