შეკითხვა:

მოცემული გვაქვს ორი სხეულის სიჩქარეების Vx  გეგმილების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები დედამიწის ათვლის სისტემაში.  ამ გრაფიკების მიხედვით მათი მოძრაობა თანაბარაჩქარებულია. პირველი სხეულისთვის V0=-2, a=0.4 და Vx1=-2t+0,4t ,  მეორესთვის V0=4 და a=-0,2 Vx2=4-0,2t. მათი საწყისი კოორდინატები X0=0. ყველა რიცხვი SI სისტემაშია. უნდა ვიპოვოთ 1) შეხვედრამდე რა მანძილი გაიარა პირველმა სხეულმა მეორის მიმართ და 2) რას უდრის მეორე სხეულის გადაადგილების გეგმილი პირველი სხეულის მიმართ დროის იმ მომენტში , რომლის შემდეგ მათ შორის მანძილი შემცირებას იწყებს.  რას ნიშნავს გავლილი მანძილი სხვა სხეულის მიმართ გთხოვთ ამიხსნათ.  მათი კოორდინატებისთვის დავწერე X1=-2t+0,2t2  X2=4t-0,1t და შეხვდებიან 20 წამში +40 კოორდინატში. მერე უნდა დამეხმაროთ...

პასუხი:

კლასიკურ მექანიკაში ფარდობითია:  ტრაექტორია, გავლილი მანძილი, გადაადგილება, სიჩქარე, აჩქარება, და მასთან დაკავშირებული სხვა სიდიდეები(იმპულსი, კინ და პოტ ენერგიები)....

მოძრაობის განტოლებები სწორად დაგიწერია...მეტი სიცხადისათვის დედამიწასთან დაკავშირებულ სისტემაში  დახაზე მარჯვნივ მიმართული საკოორდინატო ღერძი.... გაანალიზე სხეულთა მოძრაობები: დროის საწყისი მომენტისათვის პირველი მოძრაობს მარცხნივ  კლებადი სიჩქარით, მეორე კი მარჯვნივ მეტი საწყისი  და   ასევე კლებადი სიჩქარით(მოდულით ნაკლები აჩქარებით)... კარგი იქნება ასევე იმის დადგენა, თუ როდის იცვლიან სხეულები მოძრაობის მიმართულებას...

კარგია, რომ შეხვედრის დრო და ადგილიც  დაგიდგენია. და მაინც, რა მდგომარეობაა(ვითარება) ამ მომენტისათვის?....  ანუ საით მოძრაობენ ისინი ამ მომენტისათვის და როგორ.. უკვე ზრდადი  თუ ჯერ კიდევ რომელიმე მათგანი კლებადი სიჩქარით ? ....

ახლა შენი კითხვა: თუ განვიხილავთ მეორე სხეულის მძრაობას პირველის   მიმართ, მაშინ მისი გადაადგილება პირველის მიმართ იქნება ... Sx = X- X1 = 6t - 0,3t2 ...   ანუ დროის საწყისი მომენტისათვის მეორე პირველის მიმართ მოძრაობს  მარჯვნივ კლებადი სიჩქარით... დაშორება მათ შორის იზრდება და  t = 10 წმ მომენტისათვის აღწევს  მაქსიმალურ მნიშვნელობას  Sxმაქს = 30 მ  (შენი კითხვა)

სიცხადისათვის კარგი იქნება ასევე   t = 10  წმ მომენტის გაანალიზება დედამიწასთან დაკავშირებულ სისტემაში.... რა მდგომარეობაა, ანუ საით და როგორ(ზრდადი თუ კლებადი) სიჩქარით მოძრაობენ ისინი ამ მომენტისათვია?

-----------------------

ოლეგი გაბრიაძე