შეკითხვა:

ელექტრონმა მოძრაობა დაიწყო ერთგვაროვან ელექტრულ ველში, რომლის დაძაბულობაა 20კნ/კ. რა სიჩქარე ექნება ელექტრონს 3სმ–ის გავლის შემდეგ? წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი:

ელექტრულმა ველმა S მანძილზე იმისათვის რათა ელექტრონისთვის მიენიჭებინა \(\frac{mv^{2}}{2}\) კინეტიკური ენერგია შეასრულა \(qES\) მუშაობა. ამიტომ

\(qES=\frac{mv^{2}}{2}\)

აქედან

\(v=\sqrt{\frac{2qES}{m}}\)

ჩასვით შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობები