შეკითხვა: | პრეტესტზე შემხვდა: 5კგ მასის სხეული დევს ჰორიზონტალურ ზედაპირზე, ხახუნის კოეფიციენტია 0,6. სხეულზე მოსდეს 26 ნიუტონი ჰორიზონტალური ძალა, იპოვეთ ზედაპირზე წარმოებული ხახუნის ძალა.------> რაკი არ წერია რომ მოძრაობა დაიწყოო, ე.ი. ისევ წონასწორობაშია და ანუ ხახუნის ძალაც 26 ნიუტონია?? |
---|---|
პასუხი: | რაკი არ წერია რომ მოძრაობა დაიწყოო, ე.ი. ისევ წონასწორობაშია და ანუ ხახუნის ძალაც 26 ნიუტონია??
ჯერ უნდა დათვალო უძრაობის ხახუნის მაქსიმალური ძალა..... Fხ.მაქს = \(\mu\)N შენს ამოცანაში N=mg (ზოგადად, N ყოველთვის არ უდრის mg ) .... Fხ.მაქს= 0,6•5 •10 = 30 ნ.... შემდეგ უნდა მოახდინო შედარება: წევის ძალა 26 < 30... ე.ი წევა ვერ დაძლევს უძრაობას..... გაქვს უძრაობა, შესაბამისად უძრაობის ხახუნი წევას "უპასუხებს" იგივე 26 ნ-ით. თუ წევა იქნებოდა 30 ნ, მაშინ გექნებოდა ა) უძრაობა უძრაობის მაქსიმალური ხახუნით 30 ნ ...... ან ბ) წრფივი თანაბარი მოძრაობა სრიალის ხახუნით 30 ნ და თუ წევა მეტი იქნებოდა მაგ: 35 > 30, მაშინ გექნებოდა თანაბარაჩქარებული მოძრაობა 5 ნ ტოლქმედით (სრიალის ხახუნით 30 ნ) -------------------------- ოლეგი გაბრიაძე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის |