შეკითხვა: | გამარჯობა.ამოცანაში მეკითხებიან ავტომობილზე მოქმედი დამამუხრუჭებელი ძალის საშუალო მნიშვნელობას,და ვერ ვხვდები,ამაში რა იგულისხმება.იქნებ თეორიულად ამიხსნათ,როგორ გავიაზრო კითხვა.წინასწარ მადლობა. |
---|---|
პასუხი: | სასკოლო ფიზიკაში სიმარტივისათვის განიხილება ისეთი ფიზიკური პროცესები, როდესაც ფიზიკური სიდიდეები არ იცვლებიან... მაგ თუ ძალა არ არის მუდმივი, მაშინ მის მიერ გამოწვეული აჩქარებაც არ იქნება მუდმივი და შესაბამისად ვერ ისარგებლებ თანაბარაჩქარებული მოძრაობის აღმწერი შესაბამისი ფორმულებით. საშუალო ძალაო - ანუ მიგანიშნეს, რომ დამამუხრუჭებელი ჩათვალე მუდმივადო....
|