შეკითხვა:

ზღვის ტალღის თხემებს შორის  მანძილი 3 მ-ია. ტალღის შემხვედრი მოძრაობისას  კატერერს   წამში ტალღა 4-ჯერ ეჯახება, ხოლო  ერთი მიმართულებით  მოძრაობისას  - 2-ჯერ. განსაზღვრეთ  ტალღისა და კატერის სიჩქარის  მოდულები, თუ ცნობილია, რომ  კატერის სიჩქარის მოდული მეტია  ტალღის სიჩქარის მოდულზე.

პასუხი:

ცნობილია ტალღის სიგრძე  L= 3მ...

 ავღნიშნოთ კატერის საკუთარი სიჩქარე   V-თი ანუ მისი სიჩქარე წყლის მიმართ, ხოლო ტალღის სიჩქარე (თხემის სიჩქარე)  კი  v-თი(პირობის თანახმად  V > v).  განვიხილოთ ამოცანა ტალღასთან   დაკავშირებულ სისტემაში(წარმოიდგინე რომ  ტალღის თხემის თავზე მფრინავი თოლია ხარ და შენც  v სიჩქარით მიფრინავ)....   მაშინ

შემხვედრი მოძრაობისას  კატერი  ტალღის მიმართ  მოძრაობს  V + v  სიჩქარით და 1 წამში გადის   4L = 4• 3 = 12 მ-ს....  რის გამოც  შეგვიძლია დავწეროთ, რომ 

V + v = 12 -------(1)  

 ერთი მიმართულებით მოძრაობისას კი კატერი  ტალღის მიმართ  მოძრაობს  V - v  სიჩქარით და 1 წამში გადის   2L = 2• 3 = 6 მ-ს..... მაშინ 

V - v =  2•3 = 6 -------(2)

 (1) - (2)  განტოლებათა სისტემის ამოხსნით      V = 9 მ/წმ  და     v = ???

-------------------- -------------

შეგეძლო ამოცანა ამოგეხსნა კატერთან დაკავშირებულ  ათვლის  სისტემაში.... ამით არაფერი შეიცვლებოდა და მეტიც: - შესაძლოა უკეთესადაც წარმოგედგინა  სიტუაცია....

თუნდაც,   სად კატერში ჯდომა და ''მე ვზივარ ნავში ...''- ს ღიღინი       და

სად  მყრალი თოლიას  ჭყვიტინი..laugh