შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

როგორ შიძლება კონკრეტულად მარცხენა ხელის წესით ლორენცის ძალის მიმართულებით.ინდუქციური დენის მიმართულების განსაზღვრა გამტარში?  
ერთი რამ ვერ გავიგე და თუ შეიძლება ამიხსნათ. იმ ძალის მიერ შესრულებული მუშაობა რომელსაც სხეული ააქვს h სიმაღლეზე არის mgh. ამ ფორმულიის მიხედვით მის მიერ შესრულებული მუშაობა არ არის დამოკიდებული თავად ამ ძალის სიდიდეზე. არადა მუშაობის ზოგადი ფორმულა ხომაა F * S. ასე რატომ ხდება გთხოვთ ამიხსნათ. მადლობა წინასწარ.
ეს ამოცანა გამოვგზავნე იმიტომ რომ წიგნში არსებულ ამოხსნაში წინააღმდეგობაში მოვედი იმ მხრივ რომ იქ ეწერა რომ გამტარის მარჯვნივ მოძრაობისას ინდუქციური დენის მიმართულება დავადგინოთ მარცხენა ხელის წესითო,არადა ინდუქციური დენის მიმართულება დგინდება მარჯვენა ხელის წესით ეს ამიხსენით.აგრეთვე წიგნში წერია რომ ცვლადი მაგნიტური ველი წარმოქმოქმნის ცვლად გრიგალურ ელექტრულ ველს ამ შემთხვევაშიც ასე ხდებაააა?
1 მ სიგრძისა და 2 ომი წინაღობის გამტარი მოთავსებულის 0,1ტლ მაგნიტური ინდუქციის ველში  ინდუქციის წირების მართობულად.  გამტარი მიერთებულია 1ვ ემ ძალის დენის წყაროსთან(დენი მოძრაობს გამტარში ქვემოდან ზევით) განსაზღვრეთ დენის ძლა გამტარში თუ იგი უძრავია ან მოძრაობს 4მ/8წმ სიჩქარით მარჯვნივ.
უკავრავად ამოცანა გამოვგზავნე მაგნიტურ ველზე(ბოლოა) და პასუხი არ წერია რატომ?
სხეული მოძრაობდა წრფივად და მუდმივი სიჩქარით.მასზე 2 წამის განმავლობაში იმოქმედა მოძრაობის მიმართულების მართობულმა 3 ნ-ის ტოლმა ძალამ.ამის შემდეგ სხეულის იმპულსი გახდა 10კგ.მ/წმ განსაზღვრეთ მისი საწყისი იმპულსი.
2 კგ მასის სხეულის მოძრაობის განტოლებაა x= 2t(კვადრატში), მაშინ სხეულის იმპულსი 2 წამის შემდეგ იქნება ??    წინასწარ დიდი მადლობა.
სხეული მოძრაობს თანაბრად და წრფივად.მისი იმპულსია 20კგ.მ/წმ.სხეულზე მოქმედება დაიწყო მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართულმა 5ნ-ის ტოლმა ძალამ.რა დროში გახდება სხეულის იმპულსი პირველჯერაც და მეორეჯერაც 5კგ.მწმ-ის ტოლი?(ორი ერთნაირი შემთხვევა) მადლობა წინასწარ.
ჰორიზონტალურ ზედაპირზე V სიჩქარით მოძრავი 3m მასის პლასტილინის ბურთულა შეეჯახა m მასის უძრავ ბურთულას და შეეწება მას. რისი ტოლია ბურთულების სიჩქარე შეჯახების შემდეგ? :// 
ერთი ბურთულას  მასა არის 3m სიჩქარე v, მეორესი m და 3v. ურთიერთშემხვედრი მიმართულებით მოძრაობენ და გვეკითხებიან, შეჯახების შემდეგ საით იქნება ბურთულების მიმართულება? თუ შეიძლება ამიხსენით ასეთი ტიპის ამოცანები, როგორ გავაკეთო? 
წერტილოვანი დადებითი მუხტიდან ორჯერ  მეტად დაშორებული წერტილის პოტენციალი: ა. ორჯერ მეტია ბ. ორჯერ ნაკლებია გ. ოთხჯერ მეტია დ.ოთხჯერ ნაკლებია რომელია სწორიი? ჯერ, ორჯერ დაშორებულიო რო ამბობენ ვერ მივხვდი რას გულისხმობენ -მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ???? აი მაგალიტად თუ დაძაბულობის წირების მიმართულებით იქნებოდა ორჯერ მეტად დაშორებული, მაშინ ვიფიქრებდი რომ ორჯერ ნაკლებიათქო(რადგან, დაძაბულობა პოტენციალის შემცირების მიმართულებითაა) დამეხმარეეეთ >_< :( მადლობა წინასწარ........
გამარჯობა.როგორ დავადგინო გამტარში გამავალი დამუხტული ნაწილაკების სიჩქარის მიმართულება? წინასწარ მადლობა.
გამარჯობათ!!! კვტ/სთ როგორ უნდა გადავიყვანოოო??? დამავიწყდა და ვერაფრით გავიხსენე..:-( წინასწარ მადლობა..
გამარჯობა.ინდუქცია მაგნიტური ველის მახასიათებელია,მაგრამ ვერ მივხდი,კონკრეტულად რას ნიშნავს და რასთანაა დაკავშირებული,გთოხვთ,ამიხსნათ.წინასწარ დიდი მადლობა.
მუდმივი ელექტრული დენის აღძვრისა და შენარჩუნებისათის რა არის აუცილებელი????? დენის მუშაობა ......  გამოყოფილი სითბო .....?
ჰორიზონტალურ ზედაპირზე ერთი ბოლოთი დამაგრებული მეორე ბოლოზე გამობმულია პატარა ყუთი.ზამბარა ზედაპირს არ ეხება. ყუთის საშუალებით ზამბარა დაჭიმეს. ზამბარის წაგრძელება უნდა მოხდეს ჰუკის კანონის სამართლიანობის ფარგლებში და შესრულდეს მაქსიმუმ 3 მილევადი რხევა. როგორ არის დამოკიდებული ყუთის მიერ სრულ გაჩერებამდე განვლილი მანძილი ზამბარის საწყისი წაგრძელების სიდიდეზე? (ააგეთ შესაბამისი გრაფიკი) როგორ არის დამოკიდებული დრო, რომლის განმავლობაში მოძრაობს ყუთი ზამბარის საწყისი წაგრძელების სიდიდეზე? (ა........
4 მ/წმ სიჩქარით მოძრავი 1 კგ მასის სხეული შეეჯახა 5 კგ მასის უძრავ სხეულს და ამის შემდეგ მან გააგრძელა მოძრაობა 3მ/წმ სიჩქარით თავდაპირველი სიჩქარის მართობული მიმართულებით.რა სიჩქარე შეიძინა 5 კგ მასის სხეულმა?
ძალიანა გთხოვთ დამეხმარეთ განსაზღვრეთ იმ ძალის მოდული,რომლითაც უნდა ვიმოქმედოთ ძელაკზე რომ იგი თანაბრად სრიალებდეს ქვევით დახრილ სიბრტყეზე თუ ძელაკის მასაა 1 კგ ხახუნის კოეფიციენტი 0,1 ხოლო სიბრტყის დახრის კუთხეა 30 გრადუსი.
2) რომელი ფიზიკური სიდიდის ერთეულს შეესაბამება გამოსახულება  (ჯოული (გავამრავლოთ) კგ)½
გამარჯობათ. ინდუქციურობის თვისების შესწავლისას გაკვეთილში ეწერა: "დენის მიერ შექმნილი მაგნიტური ველის B ინდუქციის მოდული პროპორციულია დენის ძალის." არადა ამპერის ძალის შესწავლისას ვისწავლეთ ფორმულა: B=F/IL საიდანაც გამომდინარეობს რომ დენის ძალა უკუპროპორციულია ინდუქციის. იქნებ დამეხმაროთ, სად ვუშვებ შეცდომას? :(( წინასწარ მადლობა <3