შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

30 კგ მასის სილიანი ურიკა დგას გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. სილას ეჯახება და შიგ რჩება 4 კგ მასის 5მ/წმ სიჩქარით ჰოიზონტაკურად მოძრავი ბირთვი. იპოვეთ ურიკის სიჩქარე
ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება ამ ამოცანაში შვეულად ასროლილი ჭურვი მაქსიმალურ სიმაღლეზე აფეთქდა და სამი ნამსხვრევი წარმოიქმნა. ურთიერთმართობული ორი ნამსხვრევიდან ერთის მასაა 9 კგ და სიჩქარე 60 მ/წმ ხოლო მეორეს მასა 18 კგ და სიჩქარე 4 მ/წმ. მესამე ნამსხვრევის სიჩქარის მოდულია 200 მ/წმ. ჯერ გრაფიკულად ზშემდეგ ანალიზურად განსაზღვრეთ მესამე ნამსხვრევისსიჩქარის მიმართულება და მისიი მასა
გამარჯობა ^_^ 2 კითხვა მაქვს თქვენთან; 1. კონვექციის მნიშვნელობას ვერ ვხვდებოდი და ათასი რაღაც ვნახე ინტერნეტში და წავაწყდი რომ: "დნობა-გამყარება, აორთქლება-კონდენსაცია, სუბლიმაცია-დესუბლიმაცია-კონვექციის სახეებია წყლის ჭავლით" :/// რაცხა ეჭვი მეპარება(აორთქლება-კონდენსაციის გარდა), იქნება დამეხმაროთ გარკვევაში?  2.შინაგანი ენერგია რომელ მდგომარეობაშია უფრო მეტი, მყარში, თხევადში თუ აირადში? ვთქვათ ავიღოთ წყალი. ჩემი მოსაზრება მაქვს მაგრამ ძალიან არეულად ვარ :/// ჩემი აზრით ყინულშ........
წყალბადის ატომის გამოსხივების ხაზოვანსპექტრის ბალმერის სერიაში რამდენი R-ის ტოლია მე-3-ე ხაზის შესაბამისი ტალღის სიხშირე (v) ? (R რიდბერის მუდმივაა)
რას უდრის თავისუფალი ვარდნის აჩქარება (g1) დედამიწის ზედაპირიდან h = R/2 მანძილზე (R დედამიწის რადიუსია, g = 10 მ/წმ2 )
რა აჩქარებით უნდა ამოძრავდეს ბაგირი ტვირთით, რომ ბაგირის დაჭიმულობის ძალა 2,5 ჯერ გაიზარდოს?
რას უფრო მეტი ენერგია სჭირდება: წყლის 0 გრადუსიდან 100 გრადუსამდე გაცხელებას თუ შემდეგ მის აორთქლებას? რატომ?  
ჰორიზონტალურ გზაზე მოდულით 20მ/წმ სიჩქარით მოძრავი1ტ მასის ავტომობილი დაამუხრუჭს. განსაზღვრეთ შესრულებული მუშაობა. 200 000 იქნება ხო.
კაი გამარჯობა თქვენი ^_^ :D რა მინდა გკითხოთ თბოგამტარობა მხოლოდ მყარ სხეულებს რატომ ახასიათებთ?! სითხეში ან აირშიც ხომ ხდება მეტად გახურებული ნაწილიდან ნაკლებად გახურებულისთვის სითბოს გადაცემა სითბური წონასწორობის დამყარებამდე?! ანუ სამივე მდგომარეობას ახასიათებს ხომ? მადლობა წინასწარ <3 ^_^
გამარჯობა. რა არის ტრანზისტორის გაძლიერების კოეფიციენტი და როგორ გამოვიყენოთ იგი წრედში? მადლობა წინასწარ
იპოვეთ მათემატიკური ქანქარას სიგრძე, თუ მისი რხევის პერიოდია 1.8 წმ. და   g =10 მ/წმ2
გამოთვალეთ წრიული რგოლის ინერციის მომენტი სიმეტრიის ღერძის მიმართ, თუ რგოლის მასა არის 190გრამი, რგოლის შიდა რადიუსი 2 სმ, რგოლის გარე რადიუსი 6 სმ 
50 კგ მასის სხეული თანაბრად ააქვთ დახრილ სიბრტყეზე.რა მუშობა სრულდება, თუ დახრილი სიბრტყის სიმაღლე 2.5 მ-ია? (ხახუნი პრაქტიკულად არ არის). დამოუკიდებელია თუ არა ეს მუშაობა დახრილი სიბრტყის სიგრძეზე?
წყლის (c=4200 ჯ/კგC) წვეთი დედამიწაზე დაცემისას აორთქლდა. გამოთვალეთ რა სიმაღლეზე უნდა ავიტანოთ იგი რომ ეს პირობა მოხდეს. ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. ნებისმიერი m მასის წყალი აორთქლდება ?
გამარჯობა, თქვენი საიტის კითხვებს ვათვალიერებდი და ერთი ასეთი ვნახე: წყალსატევის 2 სხვადასხვა წერტილში წარმოქმნილი ტალღების ამპლიტუდები ტოლია და უდრის 0.2 მ. რისი ტოლი იქნება მათი ზედდებისასდ წარმოქმნილი ტალღის ამპლიტუდა თუ: ა)შეხვდებიან ერთსა და იმავე წერტილში თხემებით ბ) შეხვდებიან ერთსა და იმავე წერტილში ერთის თხემი და მეორის ღრმული ----> ამ ორივეს პასუხი გასაგებია მაგრამ კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა გ) თუ ერთმანეთს შეხვდებიან ღრმულებით???? აქაც შევკრებთ ამპლიტუდებს? მადლობა წინასწარ ........
გამარჯობათ,  შეგიძლიათ თეორიულად ამიხსნათ 220ვ ძაბვაზე  მიმდევრობით შეერთებული 25 და 100 ვტ სიმძლავრის ნათურებიდან, რომელი ნათურა გაანათებს უფრო კარგად, თუ მათ ჩავრთავთ იმავე ძაბვის წრედში რომელზედაც ისინია გაანგარიშებული.
განსაზღვრეთ საათის საათების წუთების წამების მაჩვენებელი ისრების ბრუნვის პერიოდი
გზის ჰორიზონტალურ უბანზე ავტომობილი უხვევა 32მ რადიუსის მოსახვევში,მოდულით 8მ წმ სიჩქარით.განსაზღვრეთ გზასთან თვლების ხახუნის კოეფიციენტი.
სპილენძისა და ალუმინის მავთულების მასა და განივკვეთის ფართობი ერთნაირია.რომლის წინაღობაა მეტი და რამდენჯერ?
 მზიდან კომეტა  ჰალვეამდე უდიდესი მანძილია 35,4 Rდ, (Rდ – დედამიწის ორბიტის საშუალო რადიუსია) უმცირესი - 0,6Rდ . ბოლოს მზის მახლობლად იგი 1986 წელს შეამჩნიეს. რომელ წელს გამოჩნდება იგი კვლავ მზის მახლობლად?