შეკითხვა: | გამარჯობა, ახალი ვარ. ვერ გავიგე ერთი რამ. მოცემული გვაქვს: 200სმ3 მოცულობის ნიკელინისა და 100სმ3 ტყვიისგან დამზადებული შენადნობი. და უნდა გამოვთვალოთ შენადნობის სიმკვრივე. ხომ ვერ დამეხმარებით? |
---|---|
პასუხი: | შენადნ სიმკვრივე = შენადნ მასა / შენადნ მოცულობა..... შენადნობის მასა = ნიკელინის მასა + ტყვიის მასა, რომლებსაც გამოთვლი თავთავიანთი სიმკვრივეებით(სიმკვრივეებს მოიძიებ ცხრილებში) .... შენადნობის მოცულობა = ნიკელინის მოცულობა + ტყვიის მოცულობა (ასე ფიქრობს მაგ ამოცანის ავტორი და შენც მას დაუჯერე ამჯერად. თუმც თუ სადმე შეხვდები მაგ ავტორს, კითხე: რამდენად დარწმუნებულები ვიქნებით, რომ შედნობისას მართალია მასა არ ''დაიკარგება'', მაგრამ მაინცდამაინც 200+100 სმ3 მოცულობის შენადნობს მივიღებთთქო?... მაგ 1ლ წყალს რომ 1ლ სპირტი შევურიოთ ზუსტად 2 ლ სპირტწყალი გამოვათქო???...) |