Yukawa 湯川 秀樹 (23.01.1907 – 8.09.1981), იაპონელი ფიზიკოსი. მისი უმთავრესი შრომები ეხება ბირთვული ძალების მეზონური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების თეორიის საკითხებს (კვარკების თეორია) 1935 წამოაყენა ჰიპოთეზა მეზონების არსებობის შესახებ. მიიღო ნუკლონების ურთიერთქმედების კანონი, რომელიც ხორციელდება მეზონების გაცვლით (იუკავას პოტენციალი). ნობელის პრემია (1949).