Michael Faraday (22.10.1791 – 25.09.1867) ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ელექტრომაგნეტიზმისა და ელექტროქიმიის დარგების განვითარებაში. მან აღმოაჩინა ელექტრომაგნიტური ინდუქცია, დიამაგნეტიზმი და ელექტროლიზი. მანვე დაადგინა რომ მაგნეტიზმს შეეძლო სინათლის სხივებზე ზემოქმედება და რომ ამ ორ ფენომენს შორის ურთიერთქმედება არსებობდა. როგორც ქიმიკოსმა ფარადეიმ აღმოაჩინა ბენზინი, პოპულარიზაცია გაუწია ისეთ ტერმინებს როგორიცაა ანოდი, კათოდი, ელექტროდი და იონი.