ვთქვათ სხეულზე O1O2 ბრუნვის ღერძის პერპენდიკულარულ სიბრტყეში მოქმედებს
ძალა. დავშალოთ ეს ძალა ორ მდგენელად:
და
ძალა კვეთს ბრუნვის ღერძს და შესაბამისად არ მოქმედებს სხეულის ბრუნვაზე.
მდგენელის მოქმედებით სხეული შეასრულებს ბრუნვით მოძრაობას O1O2 ღერძის გარშემო. ბრუნვის ღერძიდან
ძალის მოქმედების წრფემდე r დაშორებას ეწოდება
ძალის მხარი. О წერტილის მიმართ ძალის მომენტი ეწოდება
ძალის ნამრავლს r ძალის მხარზე.
იმის გათვალისწინებით, რომ
ძალის მომენტი იქნება
.
ვექტორული ალგებრის მიხედვით ეს გამოსახულება წარმოადგენს ძალის მოდების წერტილში გავლებული
რეადიუს ვექტორისა და ამ
ძალის ვექტორულ ნამრავლს. ამდენად, О წერტილის მიმართ ძალის მომენტი არის ვექტორული სიდიდე და ტოლია
![]() |
(5.1) |
ძალის მომენტის ვექტორი მიმართულია და
-ზე გავლებული სიბრტყის პერპენდიკულარულად და მათთან ადგენს ვექტორთა მარჯვენა სამეულს (М ვექტორის თავიდან ჩანს, რომ ბრუნვა უმოკლესი მანძილით
-დან
-ისკენ ხდება საათის ისრის საწინააღმდეგოდ).