e-max.it, posizionamento sui motori

ნიუტონის მეორე კანონი – დინამიკის ძირითადი კანონია. ეს კანონი მხოლოდ ათვლის ინერციულ სისტემებისათვისაა სამართლიანი.
მეორე კანონის ფორმულირებამდე გავიხსენოთ რომ, დინამიკაში შემოტანილია ორი ფიზიკური სიდიდე – სხეულის მასა და ძალა , და მათი გაზომვის ხერხები. ამ სიდიდეებიდან პირველი – მასა – სხეულის ინერტულობის თვისების რაოდენობრივ მახასიათებელს წარმოადგენს. მეორე – ძალა – ერთი სხეულის მეორეზე მოქმედების რაოდენობრივ ზომას.
ნიუტონის მეორე კანონი ბუნების ფუნდამენტალური კანონია; ის დაკვირვებითი ფაქტების განზოგადოებას წარმოადგენს. ეს ფაქტები ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

1. თუ სხვადასხვა მასის სხეულებზე ერთნაირი ძალით ვიმოქმედებთ, სხეულების მიერ შეძენილი აჩქარება მასების უკუპროპორციული აღმოჩნდება:

როცა F = const, მაშინ .

2. თუ სხვადასხვა სიდიდის ძალები ერთიდაიგივე სხეულზე მოქმედებენ, მაშინ სხეულის აჩქარემა მოდებული ძალის პროპორციულია

როცა m = const , მაშინ .
ამგვარი დაკვირვებების განზოგადოებით ნიუტონმა დინამიკის ძირითადი კანონი შემდეგნაირად ჩამოაალიბა:
ძალა. რომელიც სხეულზე მოქმედებს, ტოლია სხეულის მასისა და ამ ძალის მოქმედებით მინიჭებული აჩქარების ნამრავლისა:

სწორედ ეს არის ნიუტონის მეორე კანონი. იგი სხეულის აჩქარების გამოთვლის საშუალებას იძლევა, თუ ცნომილია სხეულის მასა და მასზე მომმედი ძალის სიდიდე .

ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (სი) ძალის ერთეულად მიღებულია ძალა, რომელიც  1 კგ მასის სხეულს 1  მ/წმ2  აჩქარებას ანიჭებს. ამ ერთეულს ნიუტონი ეწოდება.

1ნ=1კგ.მ/წმ2

თუ სხეულზე ერთდოულად რამოდებიმე ძალა მოქმედებს (მაგ,  მაშინ ნიუტონის მეორე კანონის  ფორმულაში  ძალად უნდა იგულისხმებოდეს ყველა ძალის ტოქმედი: 

 


ნახ. 1.   ძალა –სიმძიმის   ძალის და მოთხილამურეზე მომქმედი ნორნალური   ძალის ტოლქმედია  .   ძალა მოთხილამურის აჩქარების გამომწვევია.

თუ ტოლქმედი ძალა  მაშინ სხეული უძრავი რჩება ან აგრძელებს მოძრაობას წრფივად და თანაბრად. ამგვარად,  ნიუტონის მეორე კანონი ფორმალურად მოიცავს ნიუტონის პირველ კანონს, როგორც კერძო შემთხვევას, მაგრამ პირველ კანონს გააჩნია ღრმა ფიზიკური არსი – იგი ინერციული ათვლითი სისტემების არსებობას უკეთებს პოსტულირებას.