ოპტიკა ფიზიკის დარგია, რომელიც სინათლის თვისებებსა და ფიზიკურ ბუნებას, აგრეთვე მის ნივთიერებებთან ურთიერთქმედებას სწავლობს. ოპტიკა სამ ნაწილად იყოფა:
- გეომეტრული ან სხივური ოპტიკა, რომელსაც საფუძვლად სინათლის სხივების შესახებ სწავლება უდევს საფუძვლად;
- ტალღური ოპტიკა, რომელიც იმ მოვლენებს სწავლობს სადაც სინათლის ტალღური ბუნება ვლინდება;
- ქვანტური ოპტიკა, რომელიც სინათლის ნივთიერებებთან ურთიერთქმედებას სწავლობს, რომლის დროსაც სინათლის კორპუსკულური ბუნება ვლინდება.
მოცემულ თავში ოპტიკის პირველი ორი ნაწილი განიხილება. სინათლის კორპოსკულურ თვისებას შემდეგ თავში განვიხილავთ.