Christian Doppler, (29 ნოემბერი 1803 – 17 მარტი1853), ავსტრიელი ფიზიკოსი და ასტრონომი. კრისტიან დოპლერის სამეცნიერო ინტერესი მდებარეობდა ფიზიკის დარგის ასეთ ოლქები როგორიცაა ოპტიკა და აკუსტიკა. ძირითადი შრომები შესრულებულია სინათლის აბერაციის, მიკროსკოპის თეორიის და ოპტიკურო მანძილმზომის, ფერების თეორიის და რამდენიმე სხვა თემები. 1842 წელს მან თეორიულად დაამტკიცა დამოკიდებულება რხევების სიხშირის და ტალღების წყაროს მოძრაობის მიმართულებებს შორის. შემდგომ მის სასახელოდ ამ მოვლენას დოპლერის ეფექტი ეწოდა.
1848 წელს დოპლერის ეფექტი ფრანგ ფიზიკოსის არმან ფიზოს მიერ იყო დაზუსტებული, ხოლო 1900 წელს ექსპერიმენტულად იყო შემოწმებული ა.ბელოპოლსკის მიეს ლაბორატორიულ დანადგარზე. დოპლერის პრინციპმა მრავალრიცხოვანი გამოყენება ჰპოვა ასტრონომიაში, ვარსკვლავთა მოძრაობის და მათი ღერძის გარშემო ბრუნვის სისწრაფის გამოთვლისას, მზის ფოტოსფეროს ტურბულენტური ნაკადების და სხვა, ხოლო შემდგომ სხვა ფიზიკის და ტექნიკის (რადარები) დარგებში.