მივყვეთ პოტენციალის გამოთვლის პროცედურას და მივიღოთ წერტილოვანი მუხტის ველის პოტენციალის გამოსახულება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში ნებისმიერად განაწილებული მუხტების სისტემის ველის პოტენციალის  გამოსათვლელად.

1. ნორმირება. პოტენციალი ნულის ტოლად ჩავთვალოთ იქ სადაც წერტილოვანი მუხტის ველი პრაქტიკულად არ არის: .

2. ტრაექტორიის არჩევა. ვთქვათ ნებისმიერი წერტილი  წყარო მუხტისგან იმყოფება r მანძილზე. რადგან შედეგი არ არის დამოკიდებული ტრაექტორიაზე, (17.7)  მრუდწირული ინტეგრალის გამოთვლისთვის ვირჩევთ უმარტივეს რადიალურად მიმართულ წრფეს მოცემული წერტილიდან ძალწირის გასწვრივ, რომელიც მიემართება უსასრულობაში.

3. გამოთვლა. (17.5) პოტენციალის განსაზღვრების შესაბამისად გამოვთვალოთ q  წერტილოვანი მუხტის შექმნილი ველის მიერ საცდელი მუხტის არჩეულ ტრაექტორიაზე გადასატანად შესრულებული კუთრი მუშაობა. არჩეული ტრაექტორიის გამო მრუდწირული ინტეგრალი იცვლება ჩვეულებრივი განსაზღვრული ინტეგრალით:

ახლა წერტილოვანი მუხტის ველის პროექციის ჩასმით (იხ. ტოლობა (15,5)) გვრჩება მხოლოდ მათემატიკური გარდაქმნები:

.

ცალკე ამოვწეროთ შესაძლო გარემომცველი აირის ან სითხის \(\varepsilon\) დიელექტრული შეღწევადობის გათვალისწინების დამატებით:

 .                   (17.8)

როგორც ვხედავთ წერტილოვანი მუხტის პოტენციალი r მანძილის უკუპროპორციულია.