თვალსაჩინოდ წარმოსახვისთვის შეიძლება ფურცელზე ყოველ წერტილში დავიტანოთ ელექტრული ველის დაძაბულობის ვექტორი და შემდეგ ეს ვექტორები შევაერთოთ წირით (ე.წ. ძალწირით) რაც გაკეთებულია ნახაზზე.
წირებს, რომლის ყოველ წერტილში მხებები ემთხვევა ელექტრული ველის დაძაბულობის ვექტორის მიმართულებას მოცემულ წერტილში, ეწოდებათ ელექტრული ველის დაძაბულობის წირები (ძალწირები).
ძალწირები გვეხმარება ელექტრული ველის სტრუქტურის აღსაქმელად მისი მიმართულებისა და სიდიდის შესაფასებლად. სიდიდეზე მსჯელობენ ძალწირების სიხშირით.
ნახაზზე მოყვანილია ერთეულოვანი წერტილოვანი მუხტის ელექტრული ველის ძალწირები, ბ)-ზე ორი ურთიერთსაპირისპირო მუხტის ელექტრული ველის ძალწირები და ც) ორი პარალელური დამუხტული ფირფიტის ველის ძალწირები. როგორც ბოლო ნახატზე ვხედავთ, პარალელურ ფირფიტებს შორის პარალელური წირებია. ასეთ ველს ერთგვაროვან ველს უწოდებენ. ელექტრულ ველს ეწოდება ერთგვაროვანი, თუ მისი დაძაბულობა სივრცის ნებისმიერ წერტილში ერთნაირია. ერთგვაროვანი ველის ძალწირები თანაბრად დაშორებულია ერთმანეთისგან და ურთიერთპარალელურია.
►აქვე გავაკეთოთ მნიშვნელოვანი შენიშვნები ელექტრული ველის ძალწირებზე
- ელექტრული ველის ძალწირები არ არის ჩაკეტილი! ესეთი ველი წარმოშობილია წყაროებით - ელექტრული მუხტებით - მისი ძალწირები იწყება დადებითი მუხტებიდან და ბოლოვდება უარყოფით მუხტებზე.
- დაძაბულობის წირები არ გადაიკვეთება.
- როგორც უკვე აღვნიშნეთ ძალწირების სიხშირე მიუთითებს დაძაბულობის სიდიდეზე. წერტილოვანი მუხტის შემთხვევაში ძალწირები არა მარტო სტრუქტურულად სწორედ აღწერს ველს არამედ რაოდენობრივადაც ზუსტად აფასებს დაძაბულობის სიდიდის კლებას მუხტიდან დისტანციაზე, ძალწირები ერთმანეთს შორდება და მათი სიხშირე მანძილის კვადრატის უკუპროპორციულია.