განვიხილოთ ჯაჭვის ერთ-ერთი ნახევარი, რომლის მასა ტოლი იქნება m2-ის. ამ ნახევარზე მოქმედებს სამი ძალა: T დაჭიმულობის ძალა ქვედა ნაწილში, სიმძიმის ძალა mg2 და FT დაჭიმულობის ძალა დაკიდების ადგილას. ნიუტონის მეორე კანონის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ჟაჭვი წონასწორულ მდგომარეობაშია და ე.ი. აჩქარება არის ნული, გვექნება:
→T+m→g2+→FT=0 (1)
x და y ღერძებზე პროექციებში, შესაბამისად, მივიღებთ:
х: −T+FTcosα=0 ანუ FTcosα=T (2)
y: −mg2+FTsinα=0 ანუ FTsinα=mg2 (3)
(2) და (3) ავიყვანოთ კვადრატში და შევკრიბოთ, მივიღებთ:
FT=√T2+(mg2)2 (4)
(3) გავყოთ (2)-ზე, მივიღებთ
α=arctanmg2T (5)
პასუხი: FT=√T2+(mg2)2 , α=arctanmg2T