განვიხილოთ მოძრაობა მყარი სხზეულისა, რომელსაც აქვს O1O2 ბრუნვის ღერძი. ამ სხეულზე А წერტილში მოდებულია ნებისმიერად მიმართული  ძალა, რომელიც შეიძლება დავყოთ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მდგენელებად. ვერტიკალურმა მდგენელმა შეიძლება გამოიწვიოს სხეულის გადაადგილება ბრუნვის ღერძის მიმართულებით ამიტომ ბრუნვითი მოძრაობის განხილვისას ის შეიძლება გამოვრიცხოთ. ჰორიზონტული მდგენელი , თუ ის არ გადაიკვეთება O1O2 ღერძთან იწვევს სხეულის ბრუნვას. ამ ძალის მოქმედება დამოკიდებულია მის რიცხვით მნიშვნელობაზე და ბრუნვის ღერძიდან მისი მოქმედების წრფის დაშორებაზე.