გამოვიყენოთ განტოლება:
და ,
შეგვიძლია ჩავწეროთ
ანუ
(3.12) |
ამდენად, მექანიკური სისტემის ინერციის ცენტრი მოძრაობს როგორც მატერიალური წერტილი, რომლის მასა ტოლია მთელი სისტემის მასისა და რომელზეც მოქმედებს ძალა, რომელიც ტოლია სისტემაზე მოდებული გარეშე ძალების მთავარი ვექტორისა. ზოგადად მყარი სხეულის მოძრაობა შეიძლება განვიხილოთ როგორც ჯამი ორი მოძრაობისა: გადატანითი სიჩქარით , რომელიც ტოლია ცხეულის ინერციის ცენტრის სიჩქარისა, და ინერციის ცენტრის ირგვლივ ბრუნვა. ამიტომ უკანასკნელ განტოლებას ხშირად უწოდებენ მყარი სხეულის გადატანითი მოძრაობის დინამიკის ძირითად განტოლებას.