მატერიალური წერტილის ტრაექტორია ეწოდება წირს, რომელსაც მოძრაობისას ეს წერტილი შემოწერს. ტრაექტორიის ფორმის მიხედვით განარჩევენ წერტილის წრფივ და მრუდწირულ მოძრაობებს. თუ წერტილის ტრაექტორიის ყველა უბანი ძევს ერთ სიბრტყეში, მაშინ წერტილის მოძრაობა არის ბრტყელი.
განტოლებები (1.2) და (1.3) იძლევიან წერტილის ტრაექტორიას ე.წ. პარამეტრული ფორმით. პარამეტრის როლს ასრულებს t დრო. თუ ამ განტოლებებეს ერთობლივად ამოვხსნით t დროის გამორიცხვით, ვიპოვნით ტრაექტორიის განტოლებას.
გზის სიგრძე. მატერიალური წერტილის S გზის სიგრძე ეწოდება განსახილველ დროის შუალედში წერტილის მიერ განვლილი ტრაექტორიის ყველა უბნის სიგრძეთა ჯამს.