Menu
მთავარი
სახელმძღვანელო
თეორია
კონსპექტი
ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
ტერმინები
ზოგადი ფიზიკა
საინტერესო
ფიზიკოსები
კითხვა–პასუხი
საიტის შესახებ
შეკითხვის დასასმელად გთხოვთ,
შეხვიდეთ სისტემაში
ან
გაიაროთ რეგისტრაცია
5
6
7
8
...
10
11
12
13
14
L სიგრძის ძაფზე ჩამოკიდებულ m მასის მცირე ზომის ბურთულას მიანიჭეს ისეთი v0 ჰორიზონტალური სიჩქარე, რომ მან ვერტიკალურ სიბრტყეში წრეწირი შემოწერა. თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა უგულებელყავით. 1) განსაზღვრეთ ბურთულას სიჩქარე ზედა წერტილის გავლის მომენტში; 2) განსაზღვრეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა ქვედა წერტილის გავლის მომენტში; 3) განსაზღვრეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა ზედა წერტილის გავლის მომენტში; 4) განსაზღვრეთ v0 სიჩქარის მინიმალური მნიშვნელობა, როცა ბურთულა ჯერ კიდევ........
ორი სხეული ერთდროულად გაისროლეს ერთი და იმავე ადგილიდან, ერთი 4 მ/წმ სიჩქარით ვერტიკალურად ზევით, მეორე კი 3 მ/წმ სიჩქარით ჰორიზონტალური მიმართულებით. განსაზღვრეთ მანძილი სხეულებს შორის 3 წამის შემდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში სხეულები არაფერს ეჯახებიან. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა არ გაითვალისწინოთ. (15მ). 2017 აბიტურიენტების გამოცდა, #43.
უქარო ამინდში უძრავად მდგომი ადამიანი სველდება 2წთ-ში, 5კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას 1წუთში, რა დროში დასველდება ადამიანი როცა იგი გაიქცევა 20კმ/სთ სიჩქარით? ჰორიზონტალურ მაგიდაზე დადებული ძელაკი მოძრაობს ჭოჭნაქზე გადადებული ძაფის მეშვეობით . ეს ძაფი მაგიდასთან ალფა კუთხეს ადგენს.ძაფს მუდმივი სიჩქარით ამოძრავებენ. განსაზღვრეთ ძელაკის სიჩქარე. (მე-9 კლასი, გედენიძის ამოცანათა კრებული, მოძრაობის ფარდობითობა)
გამარჯობათ, ბოდიში შეწუხებისთვის, მე მაინტერესებს 100კგ. მასის ტვირთი 8 მ სიგრძის გვარლზეა დაკიდებული. განსაზღვრე, როგორ შეიცვლება ტვირთის პოტენციური ენერგია, თუ მას ვერტიკალიდან 2მ-ით გადავხრით.
მეტროს ესკალატორს მასზე მოძრავი ადამიანი 1 წუთში ჩამოჰყავს. თუ ადამიანი ორჯერ მეტი სიჩქარით იმოძრავებს ესკალატორის მიმართ, მაშინ იგი 45 წამში ჩამოვა. რა დროში ჩამოვა ესკალატორზე მდგომი ადამიანი?
ბატონო ოლეგ კიდევ მჭირდება თქვენი დახმარება...თითქოს მარტივი ამოცანააა მაგრამ პასუხი არ ემთხვევა, იქნებ გამირჩიოთ ან რჩევა მომცეთ...რა საჩქარით აააგდეს სხეული ვერტიკალურად ზევით დედამიწის ზედაპირიდან10მ სიმაღლეზე მდებარაე აივნიდან, თუ იგი მიწაზე დაეცა5წმ-ში?
გამარჯობათ ბატონო ოლეგ.რიმკევიჩიდან 328-ე ამოცანა გვაინტერესებს როგორ იხსნება.
m მასის მქონე ორი სხეული გარკვეულ მანძილზე ერთმანეთს მიიზიდავენ F ძალით. რისი ტოლი გახდება თითოეულ სხეულზე მოქმედი ძალა, თუ მათ შორის ზუსტად შუაში მოვათავსებთ მესამე, ასევე m მასის სხეულს?
პარაშუტისტი პარაშუტის გაუხსნელად 15 წმ-ში 900 მეტრით დაეშვა.განსაზღვრეთ ჰაერის წინააღმდეგობის საშუალო ძალა ვარდნის დროს, თუ პარაშუტისტის წონაა 800ნ.
გამარჯობათ ბატონო ოლეგ :) იპოვეთ ავტომობილ "ჟიგულის" ძრავის ცილინდრებში დგუშის რხევის სიხშირე ავტომობილის 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს,თუ თვლის დიამეტრი 60სმ-ია,მუხლა ლილვის ბრუნვის სიხშირე 4,3-ჯერ მეტია თვლის ბრუნვის სიხშირეზე.
ზღვის ტალღის თხემებს შორის მანძილი 3 მ-ია. ტალღის შემხვედრი მოძრაობისას კატერერს წამში ტალღა 4-ჯერ ეჯახება, ხოლო ერთი მიმართულებით მოძრაობისას - 2-ჯერ. განსაზღვრეთ ტალღისა და კატერის სიჩქარის მოდულები, თუ ცნობილია, რომ კატერის სიჩქარის მოდული მეტია ტალღის სიჩქარის მოდულზე.
გამარჯობათ ბატონო ოლეგ ) ერთი ასეთი ამოცანა :იპოვეთ k-ს ყველა მნიშვნილობა,რომლისთვისაც P(ვექტორი)(-1;2k;k2) და q(ვექტორი)(5;k;k) ვექტორები ერთმანეთთან ადგენენ მახვილ კუთხეს ნებისმიერი k-სთვის.
გამარჯობა განსაზღვრეთ დედამიწის ზედაპირის, 60 გრადუსიანი განედის წერტილთა წირითი სიჩქარის მოდული დედამიწის დღე-ღამური ბრუნვისას. წინასწარ მადლობა
რა მინიმალური ძალაა საჭირო 4,5კგ მასისა და 0,25მ რადიუსის მქონე ბორბლის ასაგორებლად 0,1 მ სიმაღლის საფეხურზე . ძალა მოდებულია ბორბლის ცენტრზე და მიმართულია ჰორიზონტალურად.
მოცემულია ორი ელმავალი სიმძლავრეებით N1 და N2 რომლებიც ჰორიზონტალურ გზაზე ანვითარებენ მუდმივ სიჩქარეებს v1 და v2 (დავუშვათ v1 > v2 ) . რა სიჩქარით იმოძრავებენ ელმავლები, თუ მათ გადავაბამთ?
გამარჯობა ბატონო ოლეგ!ძალიან მაინტერესებს ეს კითხვა,მე სხვას ვიღებ და ტესტის პასუხებში სხვა წერია!როდესაც m მასის არაერთგვაროვანი ძელაკი ბოლოებით დაკიდებულია თოკებზე ისე რომ ჰორიზონტალური მდებარეობა აქვს და ძელაკის მასათა ცენტრი მარცხენა ბოლოდან ძელაკის სიგრძის 1/4 ზეა,მაშინ რას უდრის მარცხენა თოკის დაჭიმულობის ძალა?
მიწაზე მდგომი 60 კგ მასის ყმაწვილი უძრავი ჭოჭონაქის გამოყენებით მაღლა სწევს 40 კგ მასის სხეულს.განსაზღვრეტ ძალა რომლითაც ბიჭი აწვება მიწას,ნაქსიმალური მასა ტვირთისა რომლის აწევასაც ის შეძლებს,ძალა,როლითაც ჭოჭონაქი აწვება ღერძს მაქსიმალური ტვირთის აწევისას.
კUბი ჩაძირულია სითხეში. სითხის წნევა კუბის ზედა წახნაგზეა p, ქვედაზე კი 1.2p. სითხის ზედაპირიდან რა სიღრმეზეა ჩაძირული კუბის ზედა წახნაგი, თუ კუბის წიბოს სიგრძეა L?
გამარჯობა!მაინტერესებს ამ ამოცანის ამოხნა ვერაფერი გავუგე:ზევით სხეულის თანაბარი მოძრაობისას დინამომეტრის ჩვენებაა 4.25 ნ ხოლო ქვევით მოძრაობისას 3.75ნ.განსაზღვრეთ სხეულის მასა და ღერძთან ჭოჭონაქის ხახუნის ძალა.
გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა როგორ იხსნება სხეული 1 საათი მოძრაობდა V1 სიჩქარით. რამდენ ხანს უნდა იმოძრაოს სხეულმა 3V1 სიჩქარით რომ მისი საშუალო სიჩქარე თავდაპირველთან შედარებით გაორმაგდეს?
ძიება
მოძებნე!
Log in
Register
Login to your account
ჯერ არ გაქვს ანგარიში?
დარეგისტრირდი ახლა!
Sign in using your account with:
Username *
პაროლი *
დამიმახსოვრე
დაგავიყდა შენი პაროლი?
დაგავიყდა შე?ნი მომხმარებლის სახელი?
Create an account
Sign in using your account with:
ასტერიწსით (*) მონიშნული ველების შევსება აუცილებელია.
Name
*
Username
*
Password
*
Confirm Password
*
Email Address
*
Confirm Email Address
*
Captcha
*
Register
კითხვა–პასუხი
ბატონო ოლეგ, თქვენს მიერ დასმულ ორივე შეკითხვის შემთხვევაში ვფიქრობ სითხე არსად არ წაინაცვლებს, რამდენჯერაც სიმკვრივე მოიმატებს ან მოიკლებს იმდენჯერ მოიკლებს ან მოიმატებს მოცულობაც. დიდი მადლობა ........
თქვენი მითითებით დავხაზე მარჯვნივ მიმართული ღერძი. გვაქვს ასეთი სურათი: თავიდან პირველი სხეული მოძრაობს მარცხნივ 5 წამი და ჩერდება. ამ დროს გადის 5 მეტრს. შემდეგ იწყებს მოძრაობას მარჯვნივ (იგივე........
დიდი ხანია არ შემიწუხებიხართ და ახლა უნდა შეგაწუხოთ :D :D <3 ასეთი დავალება შემხვდა: დასაშვებია თუ არა 220ვ ძაბვის ცვლადი დენის წრედში ისეთი კონდენსატორის ჩართვა რომლის გარღვევის ძაბვა 250ვ-ია? პას........
რას უდრის ატმოსფერული წნევა 1200 მ-ზე, თუ დედამიწის ზედაპირზე წნევა არის 780 მმ ვწყ.სვ. ?