ნებისმიერად მოძრავი სხეულის კინეტიკური ენერგია ტოლია ყველა იმ n მატერიალური წერტილის კინეტიკური ენერგიების ჯამისა, რომლებადაც შეიძლება ეს სხეული დაიყოს:

თუ სხეული ბრუნავს უძრავი ღერძის გარშემო  კუთხური სიჩქარით, მაშინ  i-ური წერტილის წირითი სიჩქარე ტოლია , სადაც  არის მანძილი ამ წერტილიდან ბრუნვის ღერძამდე. შესაბამისად

(5.11)

სადაც J  არის ღერძის მიმართ სხეულის ინერციის მომენტი.

ზოგადად მყარი სხეულის მოძრაობა შეიძლება წარმოვადგინოთ ორი მოძრაობის ჯამის სახით - გადატანითი სიჩქარით, რომელიც ტოლია მისი მასათა ცენტრის  სიჩქარისა და მასათა ცენტრზე გამავალი მყისი ღერძის ირგვლივ  კუთხური სიჩქარით ბრუნვა. ამასთან სხეულის კინეტიკური ენერგიის გამოსახულება მიიღებს სახეს

(5.12)

სადაც  არის მასათა ცენტრზე გამავალი მყისი ღერძის მიმართ სხეულის ინერციის მომენტი.