მატერიალური წერტილის რადიუს-ვექტორის მის იმპულსსზე ვექტორულ ნამრავლს უწოდებენ იმპულსის მომენტს ამ წერტილისა О წერტილის მიმართ.
.
ვექტორს ზოგჯერ უწოდებენ ასევე მატერიალური წერტილის მოძრაობის რაოდენობის მომენტს. ის მიმართულია ბრუნვის ღერძის გასწვრივ, და ვექტორებზე აგებული სიბრტყის პერპენდიკულარულად და ადგენს მათთან ვექტორთა მარჯვენა სამეულს (მისი წვეროდან დაკვირვებით ჩანს, რომ ბრუნვა უმოკლესი მიმართულებით -დან -კენ სრულდება საათის ისრის საწინააღმდეგოდ).
სისტემის ყველა მატერიალური წერტილის იმპულსისი მომენტების ვექტორულ ჯამს უწოდებენ О წერტილის მიმართ სისტემის იმპულსის მომენტს (მოძრაობის რაოდენობას) . :
ვექტორები და ურთიერთპერპენდიკულარულია და სხეულის ბრუნვის ღერძის პერპენდიკულარულ სიბრტყეში არიან. ამიტომ . წრფივი და კუთხური სიდიდეების კავშირის გათვალისწინებით
და ის მიმართულია სხეულის ბრუნვის ღერძის გასწვრივ იგივე მიმართულებით რაც .
ამდენად
ბრუნვის ღერძის მიმართ სხეულის იმპულსის მომენტი
ანუ
(5.9) |
შესაბამისად, ბრუნვის ღერძის მიმართ სხეულის იმპულსის მომენტი უდრის იმავე ღერძის მიმართ სხეულის ინერციის მომენტის ნამრავლს ამ ღერძის ირგვლივ სხეულის ბრუნვის სიჩქარეზე.