(5.2) და (5.3) განტოლებების გათვალისწინებით, სხეულის ბრუნვის მომენტი
(5.8) |
ანუ
ეს გამოსახულება წარმოადგენს ნიუტონის მეორე კანონის ანალოგს მბრუნავი სხეულისთვის, საიდანაც გამომდინარეობს, რომ უძრავი ღერძის ირგვლივ ბრუნვისას მყარი სხეულის კუთხური აჩქარება პირდაპირპროპორციულია ბრუნვის მომენტისა და უკუპროპორციულია ამ ღერძის მიმართ ინერციის მომენტისა. ამ გამოსახულებიდან გამომდინარეობს, რომ ინერციის მომენტი არის ინერციის ზომა უძრავი ღერძის მიმართ ბრუნვითი მოძრაობისას. გადატანითი მოძრაობისას, როგორც ცნობილია, ინერციის ზომა არის სხეულის მასა.