უკვე ვახსენეთ, რომ ამპერმა შესძლო ორ სწორ ურთიერთპარალელურ გრძელ მუდმივდენიან გამტარს შორის ურთიერთქმედების კანონის განსაზღვრა. შემდგომში მაგნიტური ველის თვისებების ანალიზისთვის მოხერხებულია "დენის ელემენტის" ცნების გამოყენება. ის მაგნეტიზმში თამაშობს ელექტრობაში წერტილოვანი მუხტის ანალოგიურ როლს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ელექტრობაში წერტილოვანი მუხტი რეალურად შეესაბამება დამუხტულ მცირე ნაწილაკებს, ხოლო დენის ელემენტი არის ჰიპოთეტური ობიექტი, რადგან დენის გასატარებლად აუცილებელია წრედის არსებობა და მისგან ელემენტური დენის გამოყოფა მხოლოდ აზრობრივად არის შესაძლებელი. ამის მიუხედავად "კანონი მაგნიტური ძალის შესახებ" მოხერხებულია ჩამოყალიბდეს სწორედ დენის ელემენტისთვის. ამპერის კანონი:
► მაგნიტურ ველში დენის ელემენტზე მოქმედი ძალა ტოლია
, მისი მოდული კი . (22.8)
აქ არის ძალა, რომელიც მოქმედებს დენის ელემენტზე მაგნიტური ველის მხრიდან, რომელიც სადენის ელემენტისადმი კუთხით არის მიმართული.
ამ ძალის მიმართულება განისაზღვრება "მარჯვენა ხელის" წესით. სასრულ გამტარზე მოქმედი სრული ძალა გამოითვლება, ჩვეულებრივ, "ელემენტური ურთიერთქმედებების" (ვექტორული) აჯამვით. კერძოდ ასეთნაირად შეიძლება გამოითვალოს ორი ურთიერთპარალელური სწორხაზოვანი დენიანი გამტარის ურთიერთქმედება. თითოეული გამტარის ერთეულოვან სიგრძეზე მოსული ძალა ამ შემთხვევაში ტოლია:
, (22.9)
სადაც – მაგნიტური შეღწევადობაა, ხოლო – გამტარებს შორის მანძილი. ეს ძალა არის მიზიდვის თუ გამტარებში ერთნაირი მიმართულების დენები გადის და არის განზიდვის წინააღმდეგ შემთხვევაში.