ადამიანი უხსოვარი დროიდან ელექტრული ურთიერთქმედიბასთან ერთად იცნობდა მაგნიტურ ურთიერთქმედებასაც შუა საუკუნეებში მაგნიტური თვისებების შესწავლაში წარმატებებს მიაღწია ინგლისელმა მეცნიერმა ჰილბერტმა (William Gilbert, 1544 – 1603). კერძოდ მან შეძლო ჩაღრმავებოდა დედამიწის მაგნეტიზმის პრობლემებს. მან შექმნა მაგნიტური მოვლენების პირველი თეორია. დაადგინა, რომ ნებისმიერ მაგნიტს აქვს ორი პოლუსი, რომელთა განცალკევება შეუძლებელია! ჰილბერტმა პირველმა გამოთქვა ჰიპოტეზა, რომ კომპასის ისარი სწორდება ჰორიზონტის მხარეებზე, რადგან დედამიწა წარმოადგენს უზარმაზარ მაგნიტს. მან შესძლო ამის ექსპერიმენტულად დამტკიცება, რკინის დამაგნიტებულ ბირთვზე ცდების ჩატარებით.
თუმცა XIX საუკუნის დასაწყისამდე გაუგებარი იყო კავშირი მაგნეტიზმსა და ელექტრობას შორის. 1820 წელს ერსტედმა თავის ცნობილ ექსპერიმენტში აღმოაჩინა ასეთი ურთიერთკავშირი. გრძელი გამტარის ახლოს განთავსებული იყო მაგნიტური ისარი. დენის არ არსებობის შემთხვევაში ისარი მკაცრად სამხრეთიდან ჩრდილოეთით იყო მიმართული. გამტარში დენის ჩართვისთანავე ისარი ტრიალდებოდა და იღებდა დენის სადენის მართობულ პოზიციას. ასე გახდა ნათელი, რომ ელექყტრული დენი ზემოქმედებს მუდმივ მაგნიტებზე. ეს იყო მაგნეტიზმის ნამდვილი მეცნიერული შესწავლის დასაწყისი..
ძალიან მალე ამპერმა ექსპერიმენტულად დაადგინა დენიანი გამტარების ურთიერთქმედების კანონი. შემდეგ კი წამოაყენა ცნობილი "ამპერის ჰიპოთეზა": მაგნეტიზმი ეს არის ნივთიერებაში მიკროდენების არსებობის შედეგი. ამპერის ექსპერიმენტებიდან გამოდიოდა, რომ ორი გრძელი სწორი დენიანი გამტარის ურთიერთქმედების ძალა პირდაპირპროპორციულია დენის ძალების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის
აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ პროპორციულობის კოეფიციენტი CGS სისტემაში აღმოჩნდა , სადაც с არის სინათლის სხივის სიჩქარე! ელექტრომაგნეტიზმის კლასიკური თეორიიდან გამოდის სინათლის სხივის სიჩქარის ტოლი ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობის შესაძლებლობა. ასეთი დამთხვევის გამო მაქსველმა წამოაენა ვარაუდი, რომ სინათლე სწორედ წარმოადგენს გარკვეული სიხშირული დიაპაზონის ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ოდნავ მოგვიანებით ჰერცმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა ეს ვარაუდი.
ასე რომ, უკვე XIX საუკუნის დასაწყისიდან ნათელი გახდა, რომ მაგნეტიზმი წარმოიქმნება ელექტრული დენებით, ანუ დამუხტული ნაწილაკების მიმართული მოძრაობით და ვლინდება დენებზე მოქმედებით ანუ კვლავ მოძრავ მუხტებზე მოქმედებით. ანუ მაგნეტიზმით გამოწვეული ძალები, განსხვავებით კულონურისგან მკაცრად დამოკიდებულია დამუხტული ნაწილაკების მოძრაობაზე. მრავალი ცდის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ დენიანი გამტარების ურთიერთქმედება ანალოგიურია დენიანი გამტარის მაგნიტთან ან მაგნიტის დენიან გამტართან ურთიერთქმედებისა. სწორედ ამიტომ მიიღო აღნიშნულმა ურთიერთქმედებამ მაგნიტური ურთიერთქმედების სახელწოდება.