წყლის გამოდინებასთან ერთად წყლით სავსე ჭურჭლის მასათა ცენტრი ქვემოთ ჩაინაცვლებს, ანუ გაიზრდება ქანქარის სიგრძე. რადგან \(T=2\pi \sqrt{\frac{l}{g}}\) , ამიტომ ქანქარის პერიოდი გაიზრდება. 1) თუ თვით ჭურჭლის სიმძიმის ცენტრი სკერზეა, მაშინ წყლის გადინებას მუდმივად მოჰყვება პერიოდის ზრდა. 2) თუ თვით ჭურჭლის მასათა ცენტრი სკერზე ზემოთ არის, მაშინ პერიოდის ზრდა გაგრძელდება მანამ სანამ წყალი ჭურჭელში არ შემცირდება, რის შემდეგ მასათა ცენტრი კვლავ დაიწყებს აწევას და შესაბამისად პერიოდიც დაიწყებს კლებას.