სამივე შემთხვევაში ავტომობილზე მოქმედებს ძალები: სიმძიმის ძალა და საყრდენის რეაქციის ძალა, რომლებიც ვერტიკალურად არიან მიმართულნი ურთიერთსაპირისპიროდ, ასევე მოტორის წევის ძალა და წინაღობის ძალა, რომლებიც მიმართულია ჰორიზონტულად. 

მოძრაობის განტოლებას ვექტორულად აქვს შემდეგი სახე:

 \(m\vec{g}+\vec{N}+\vec{F_{pl}}+\vec{F_{res}}=m\vec{a}\)                     (1)

განვიხილოთ თითოეული შემთხვევა:

a) როცა ავტომობილი მოძრაობს თანაბრად ჰორიზონტულ უბანზე, ის არ განიცდის აჩქარებას ვერტიკალური მიმართულებით, ამიტომ:
\(mg-N=0\) , ანუ \(N=mg\) .
ნიუტონის მესამე კანონის თანახმად ავტომობილი მოქმედებს გზაზე \(F_{pr}\) ძალით, რომელიც სიდიდით ტოლია \(N\)-ის და მის საპირიუსპიროდ არის მიმართული, ანუ:

\(F_{pr}=mg\) = 6860 ნ                                                      (2)

b) ჩაზნექილ უბანზე თანაბრად მოძრაობისას, ავტომობილი განიცდის ცენტრისკენულ აჩქარებას, რომლიც სიმრუდის რადიუსის გასწვრივ ცენტრისკენ არის მიმართული და მოძრაობის განტოლება (1) მიიღებს სახეს:

\(mg-N=m\tfrac{v^{2}}{R}\)

აქედან , ანალოგიით, მივიღებთ:

\(F_{pr}=m(g+\frac{v^{2}}{R})=\) 10360ნ                                                 (3)

c) კვლავ განიცდის ცენტრისკენულ აჩქარებას, რომელიც მიმართულია რადიუსის გასწვრივ სიმრუდის ცენტრისკენ. განტოლება (1) მიიღებს სახეს:

\(N-mg=m\tfrac{v^{2}}{R}\)

აქედან, წინა შემთხვევის აანალოგიურად, მივიღებთ:
\(F_{pr}=m(g-\frac{v^{2}}{R})=\) 10360 ნ                                    (4)