I. ავირჩიოთ ათვლის სისტემა ისე, როგორც ნახაზზეა მითითებული.

ჩავთვალოთ სხეულები 1 და 2 მატერიალურ წერტილებად, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმულნი არიან უჭიმვადი ძაფით, ხოლო სამკუთხა სოლი აბსოლუტურად მყარ სხეულად, რომელსაც შეუძლია გადატანითი მოძრაობა X ღერძის გასწვრივ. ავღნიშნოთ პირველი და მეორე სხეულების კოორდინატები XY კოორდინატთა სისტემაში – (x1, y1)-ით და (x2, y2)-ით, შესაბამისად. პირობის თანახმად ჭოჭონაქის ხაზოვანი ზომები მცირეა ძაფის სიგრძესთან შედარებით და ამიტომ გამოთვლებში არ გავითვალისწინებთ.
II. გამოვსახოთ ძაფის სიგრძე განსახილველ სხეულთა სისტემის სხვადასხვა წერტილის ვერტიკალური კოორდინატებით:

                     (1)

სადაც yw – ჭოჭონაკის კოორდინატია, რომელიც მოძრაობის პროცესში არ იცვლება.
ძაფის დახრილი უბნის სიგრძეს თუ გამოვსახავთ სხეულთა სისტემის ჰორიზონტული კოორდინატებით, მაშინ ძაფის სიგრძის გამოსახულება მიიღებს სახეს:

.             (2)
III. ორჯერ გავაწარმოოთ (1) და (2) დროით და გავითვალისწინოთ რომ  და , მივიღებთ, განტოლებებს სისტემის სხეულთა აჩქარებებისთვის:

           (3)