I. წარმოვადგინოთ ნახაზი წვეთისთვის ტრამვაის დამუხრუჭების დასაწყისში

ავირჩიოთ დედამიწასთან დაკავშირებული XY კოორდინატთა სისტემა ისე, რომ X იყოს მიმართული ჰორიზონტალურად აჩქარების გასწვრივ, ხოლო Y – ვერტიკალურად ქვევით. ავირჩიოთ ასევე მეორე - ტრამვაის ფანჯარასთან მიმაგრებული კოორდინატთა სისტემა X′Y′ ისე, რომ მისი ღერძები X′ და Y′ იყოს თანამიმართული X და Y ღერძებთან შესაბამისად. ორივე სისტემაში დრო აითვლება დამუხრუჭების დაწყების მომენტიდან. წვიმის წვეთს ჩავთვლით მატერიალურ წერტილად, რომლის მდებარეობა საწყის მომენტში ემთხვევა  X′Y′ კოორდინატთა სისტემის სათავეს.
II. მოძრაობის სუპერპოზიციის პრინციპის გამოყენებით ჩავწეროთ წვეთის სიჩქარე და აჩქარება ტრამვაის მინის მიმართ ( X′Y′ კოორდინატთა სისტემა):

    (1)

          (2)

არჩეულ სისტემასთან შესაბამისობაში ჩავწეროთ წვეთის საწყისი პირობები:

                    (3)

             (4)

III. დიფერენციალური განტოლებები (1) და (2), (3) და(4) საწყისი პირობების გათვალისწინებით  საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ წვეთის მოძრაობის განტოლებები კოორდინატთა ღერძებზე მდგენელებით:

                              (5)

აქედან დროის გამორიცხვით მივიღებთ წვეთის ტრაექტორიის განტოლებას:

         (6)

როგორც ვხედავთ ტრამვაის მინასთან დაკავშირებულ X′Y′, კოორდინატთა სისტემაში წვეთის ტრაექტორია არის პარაბოლა რომლის წვეროს კოორდინატებია:

        (7)