წანაცვლების დეფორმაციისას ძალის ვექტორი \(\vec{F}\) მიმართულია ნიმუშის მხების გასწვრივ. \(\frac{\Delta x}{l}\) ფარდობითი დეფორმაციასა და \(\frac{F}{S}\) დაძაბულობას შორის, მცირე დეფორმაციების დროს არის შემდეგი კავშირი
\(\frac{\Delta x}{l}=\frac{1}{G}\frac{F}{S}.\)
ამ თანფარდობაში პროპორციულობის \(G\) კოეფიციენტს წანაცვლების მოდულს უწოდებენ. წანაცვლების მოდული მყარი მასალის უმრავლესობისათვის 2-3-ჯერ ნაკლებია იუნგის მოდულზე. მაგალითად, სპილენძისათვის E = 1,1·1011 ნ/მ2, G = 0,42·1011 ნ/მ2. უნდა გვახსოვდეს, რომ თხევადი და აირადი ნივთიერებისთვის წანაცვლების მოდული ნულის ტოლია.