Hans Geiger; (30 სექტემბერი, 1882 — 24 სექტემბერი, 1945) — გერმანელი ფიზიკოსი. 1908 წელს განსაზღვრა ელექტრონის მუხტი. ამავე წელს ერნესტ რეზერფორდთან ერთად გამოიგონა ცალკეული დამუხტული მიკრონაწილაკების მთვლელი. შემდეგში ეს ხელსაწყო გააუმჯობესეს გაიგერმა და გერმანელმა ფიზიკოსმა ვ. მიულერმა. მას გაიგერ-მიულერის მთვლელი ეწოდა. 1911-1912 წლებში ინგლისში ჯონ მიშელ ნეტოლთან ერთად დაადგინა α-ნაწილაკების ენერგიაზე დაშლის კონსტანტის დამოკიდებულების ემპირიული ფორმულა. ვალტერ ბოთესთნ ერთად დაამტკიცა ენერგიისა და მოძრაობის რაოდენობის შენახვის კანონების მართებულობა ელემენტარულ ნაწილაკთა დაჯახების ცალკეული აქტებისათვის. ინგლისელ ფიზიკოს მარდესთან ერთად გამოიკვლია α-ნაწილაკების გაბნევა ლითონის თხელ ფირფიტებში. ამ გამოკვლევით გაიგერმა ექსპერიმენტულად დაასაბუთა რეზერფორდის ფორმულა.
მის სახელს უკავშირდება: გეიგერის მთვლელი, გეიგერ-მადსონის ეხსპერიმენტი, ატომის ბირთვი