Niels Henrik David Bohr (7 ოქტომბერი, 1885 ― 18 ნოემბერი, 1962) — დანიელი ფიზიკოსი, თანამედროვე ფიზიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში. ამ დარგში მრავალი აღმოჩენის ავტორი. მათემატიკოსი ჰარალდ ბორის ძმა და ნობელის პრემიის ლაურეატის ოგე ბორის მამა. მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.

მის სახელს უკავშირდება: კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, შევსებადობის პრინციპი, ბორის მოდელი, ბორი-ზომერფელდის დაქვანტვა, ბორი-ვან ლიუვენის თეორემა, ზომერფელდ ბორის ტეორემა, ბორ-კრამერ-სლატერის თეორია, ბორი-ეინშტეინის დებატები, ბორის მაგნეტონი, ბორის ორბიტა, ბორის რადიუსი, ჰაფნიუმი.