Erwin Rudolf Josef Alexander Schrödinger; (12 აგვისტო, 1887, ვენა – გ. 4 იანვარი, 1961, ვენა) — ავსტრიელი თეორეტიკოსი-ფიზიკოსი. 1933 წელს პოლ დირაკთან ერთად გაიყო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში. მიიჩნევა კვანტური მექანიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად. საფუძველი ჩაუყარა ტალღურ მექანიკას: ჩამოაყალიბა ტალღური განტოლება (სტაციონალური და დროზე დამოკიდებული შრედინგერის განტოლება) და წვლილი შეიტანა მატრიცული მექანიკის ფორმალიზმის განვიტარებაში. მან საინტერესო ორიგინალური ინტერპრეტაცია მოფვცა ტალღური ფუნქციის ფიზიკური არსისა.
იგი იყო ავტორი მრავალი საინტერესო ნაშრომისა ფიზიკის სხვადასხვა დარგში, როგორებიცაა: სტატისტიკური მექანიკა და თერმოდინამიკა, ზოგადი ფარდობითობის თეორია და კოსმოლოგია. ჰქონდა რამდენიმე მცდელობა ერთიანი ველის თეორიის შექმნისა.
მის ინტერესთა სფეროში იყო სიცოცხლის პრობლემები ფიზიკური თვალსაზრისით და გენეტიკა. დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერების ფილოსოფიურ ასპეტებს, უძველეს და აღმოსავლურ მეცნიერებას, ეთიკასა და რელიგიას. აქვს ნაშრომები ფილოსოფიასა და თეორიულ ბიოლოგიაში.