John William Strutt, 3rd Baron Rayleigh (12 ნოემბერი 1842 – 30 ივნისი 1919) ინგლისელი ფიზიკოსი, რომელმაც ვილიამ რამსეისთან ერთად აღმოაჩინა არგონი, რისთვისაც მიიღო ნობელის პრემია 1904 წელს. მან ასევე აღმოაჩინა მოვლენა, რომელსაც ამჟამად ეწოდება რელეის გაბნევა, რაც ცის სილურჯის ახნას გვაძლევს. მან იწინასწარმეტყველა ამჟამად რელეის ტალღებად ცნობილი ზედაპირული ტალღების არსებობა.
რელეის სახელს უკავშირდება: არგონის აღმოჩენა, რელეის ტალღები, რელეის გაბნევა, რელეის კრიტერიუმი, დუპლექსური თეორია, ბგერის თეორია, რელეის ნაკადი, რელეი-პლესეს განტოლება, რელეი-ტეილორის არამდგრადობა.