Otto Hahn; (8 მარტი, 1879 -  28 ივლისი, 1968), გერმანელი ქიმიკოსი.  ჰანის ძირითადი შრომები ეძღვნება რადიოაქტიურობის გამოკვლევას. აღმოაჩინა მრავალი იზოტოპი და ახალი რადიოაქტიური ელემენტი პროტაქტინიუმი (ლ. მაიტნერთან ერთად). პირველმა აღმოაჩინა ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტების ბირთვული იზომერიის მოვლენა (1921) და ფ. შტრასმანთან ერთად (1938) ურანის ბირთვის გაყოფა ნეიტრონების მოქმედებით (ბირთვული რეაქციები). ნობელის პრემია (1944). მსოფლიოს მრავალი აკადემიის წევრი.