Enrico Fermi (29 სექტემბერი, 1901 —  28 ნოემბერი, 1954) — იტალიელი ფიზიკოსი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის კვანტური მექანიკის განვითარებაში. 1938 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში. ენრიკო ფერმის ახლო კავშირი ჰქონდა ინგლისელ თეორეტიკოს-ფიზიკოსთან პოლ დირაკთან. მისი სახელი უკავშირდება ბირთვულ ჯაჭვურ რეაქციას, ფერმი-დირაკის სტატისტიკას და ბეტა დაშლის თეორიას.