Johann Carl Friedrich Gauß (30 აპრილი, 1777 ― 23 თებერვალი, 1855) — გერმანელი მათემატიკოსი, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალ დარგში, როგორებიცაა რიცხვთა თეორია, ალგებრა, სტატისტიკა, ანალიზური და დიფერენციალური გეომეტრია, გეოფიზიკა, ელექტროსტატიკა, ასტრონომია, მატრიცების თეორია და ოპტიკა.

ზოგჯერ მას მოიხსენებენ, როგორც Princeps mathematicorum (ლათინ. მათემატიკოსების პრინცი) და "ანტიკური ხანიდან მოყოლებული უდიდესი მათემატიკოსი". გაუსი ითვლება ისტორიულად ყველაზე გავლენიან მათემატიკოსად.