Rudolf Julius Emanuel Clausius ( 2 იანვარი 1822 – 24 აგვისტო 1888), გერმანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი. განიხილება, როგორც თერმოდინამიკის ერთ-ერთი ცენტრალური დამფუძნებელი. მის მიერ სადი-კარნოს პრინციპების გადამუშავებამ სითბოს თეორია რეალურად ჭეშმარიტ საფუძველზე დააყენა. ტავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომში "სითბოს მამოძრავებელი ძალა" მან პირველად ჩამოაყალიბა თერმოდინამიკის მეორე კანონის ძირითადი იდეა. 1865 წელს მან სემოიტანა ენტროპიის კონცეფცია. 1870 წელს შემოიტანა ვირიალის თეორემა და გამოიყენა სითბოზე.