James Prescott Joule; (24 დეკემბერი, 1818 — 11 ოქტომბერი), ინგლისელი ფიზიკოსი. იყო ლუდსახარში ქარხნის მფლობელი მანჩესტერის მახლობლად. დიდი წვლილი შეიტანა ელექტრომაგნეტიზმისა და სითბური მოვლენების გამოკვლევაში, დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში, ენერგიის შენახვის კანონის ჩამოყალიბებაში. დაადგინა (1841; გამოაქვეყნა 1843), რომ ლითონის გამტარში ელექტრული დენის გავლისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობა პროპორციულია გამტარის ელექტრული წინაღობისა და დენის ძალის კვადრატისა (ჯოულ-ლენცის კანონი). 1843-1850 ჯოულმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ სითბოს მიღება შეიძლება მექანიკური ენერგიის ხარჯზე და განსაზღვრა სითბოს მექანიკური ეკვივალენტი. 1851 სითბო განიხილა როგორც ნაწილაკების უწესრიგო მოძრაობა და თეორიულად განსაზღვრა ზოგიერთი აირის თბოტევადობა. ტომსონი, ლორდ კელვინი უილიამ|უ. ტომსონთან ერთად ცდით დაადგინა, რომ აირის ნელი სტაციონარული ადიაბატური გადინებისას ფოროვან ტიხარში მისი ტემპი იცვლება (ჯოულ-ტომსონის ეფექტი). აღმოაჩინა მაგნიტური გაჯერების მოვლენა ფერომაგნეტის დამაგნიტებისას.
სწორედ ჯ.პ.ჯოულის სახელი ეწოდა ფიზიკის ერთ-ერთი ძირითადი სიდიდის - ენერგიის (მუშაობის) ერთეულს ერთეულთა საერთაშორისო (SI) სისტემაში