William Thomson, 1st Baron Kelvin (26 June 1824 – 17 December 1907) ინგლისელიფიზიკოსი,, თერმოდინამიკისა და აირთა კინეტიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1892 წელს სამეცნიერო დამსახურებისათვის მიიღო ლორდ კელვინის ტიტული. 1845 წელს დაამუშავა გამოსახულების მიღების ელექტრული მეთოდი, 1848 წელს შემოიღო თერმოდინამიკის მეორე საწყისის ერთ-ერთი ფორმულირება (1851) და შემოიღო ენერგიის გაბნევის ცნება. გამოთქვა სამყაროს "სითბური სიკვდილის" ჰიპოთეზა. 1851 წელს აღმოაჩინა ფერომაგნეტიკების ელექტრული წინაღობის ცვლილება მათი დამაგნიტებისას. 1853–54 წლებში ჯეიმზ ჯოულთან ერთად აღმოაჩინა აირის გაცივების ეფექტი მისი ადიაბატური გაფართოებისას (ჯოულ–ტომსონის ეფექტი). განავითარა თერმოელექტრული მოვლენების თერმოდინამიკული თეორია და 1856 წელს იწინასწარმეტყველა ელექტრული დენით სითბოს გადატანის მოვლენა, დაადგინა ელექტრული კონტურის რხევის პერიოდის დამოკიდებულება მისივე ტევადობასა და ინდუქციურობაზე.