Evangelista Torricelli; (15 ოქტომბერი, 1608 — 25 ოქტომბერი, 1647) — იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი.  ყველზე მეტად ცნობილია ტორიჩელის შრომები, რომლებიც ეხება პნევმატიკისა და მექანიკის საკითხებს. 1644 განავითარა ატმოსფერული წნევის თეორია, დაამტკიცა ე. წ. ტორიჩელის სიცარიელის მიღების შესაძლებლობა და გამოიგონა ვერცხლის-წყლიანი ბარომეტრი. საფუძველი ჩაუყარა ჰიდრავლიკას, გამოიყვანა ჭურჭლიდან იდეალური სითხის გამოდინების სიჩქარის ფორმულა (ტორიჩელის ფორმულა).
შრომები აქვს აგრეთვე მათემატიკაში, ბალისტიკაში და სხვა.